Tuesday, October 24, 2017

ოკეანეები და მისი ნაწილები

     

    ოკეანეები და მისი ნაწილები

ოკეანე

  • ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანე ყველაზე პატარა და ცივია. მისი ფართობი 13 მლნ კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 5450 მ.
    ჩრდილოეთ ყინულოვანი ანუ არქტიკული ოკეანის უდიდესი ნაწილი წლის უმეტეს დროს ყინულითაა დაფარული, რომლის სისქე 3-5 მ-ია. ოკეანის ფსკერის რელიეფი წყალქვეშა ქედებითა და ქვაბულებითაა დანაწევრებული. ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ცენტრალური ქვაბულია, რომლის მაქსიმალური სიღრმე 5450 მეტრია (ნანსენის ქვაბული).
    ჩაედინება რუსეთის უდიდესი მდინარეები – ობი ირტიშით, ენისეი, ლენა, პეჩორა, ინდიგირკა, კოლიმა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის მოკლე მდინარეები, რომლებით ზამთარში ხანგრძლივად იყინებიან. მათ უმეტესად ასაზრდოებს თოვლის წყლები. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზს ასევე მიეკუთვნება დედამიწის ყველაზე ღრმა ტბა -ბაიკალი (1620 მ). იგი მტკნარი წყლის დიდ მარაგს შეიცავს.
  • ატლანტის ოკეანე სიდიდითა და სიღრმით მეორეა დედამიწაზე. მისი ფართობი 91,6 მლნ კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 9220 მ.   ის უდიდეს სიგანეს ზომიერ განედებში აღწევს, ეკვატორისკენ კი ვიწროვდება.
    ატლანტის ოკეანის აუზს 
    მიეკუთვნება დასავლეთი, სამხრეთი და ნაწილობრივ. აღმოსავლეთი ევროპის მდინარეები: ვისლა, ოდერი, სენა, ელბა, რაინი, დუნაი, დნეპრი, დონი. მთელი წლის განმავლობაში წყალუხვია სენა წვიმის, რაინი – მყინვარების და წვიმის წყლების გავლენით. გაზაფხულზე წყალდიდობა ახასიათებს ვისლას, ოდერსა და ელბას, ხოლო ზაფხულში – დუნაი, რომელიც ამ აუზის ყველაზე დიდი მდინარეა. იგი ჩაედინება შავ ზღვაში
  • წყნარი ოკეანე ფართობით ყველაზე დიდია (169 მლნ კმ²) და მსოფლიო ოკეანის თითქმის ნახევარი უკავია. ეს ოკეანე სიღრმითაც გამოირჩევა: დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილი – მარინის ღრმული (11034 მ) სწორედ წყნარ ოკეანეშია.
    ოკეანეში 10 000-ზე მეტი კუნძულია. მათი საერთო ფართობი 3,6 მლნ. კმ²-ს აღემატება.
    წყნარი ოკეანის აუზის 
     დიდი მდინარეები სათავეს იღებენ მაღალ მთებში, საზრდოობენ წვიმებით, თოვლითა და მყინვარებით. წყალუხვი ამური ზამთრობით იყინება, ზაფხულის მუსონური წვიმების დროს დიდდება და ნაპირებიდან გადმოდის.  ევრაზიის უდიდესი მდინარეების – იანძის, ხუანხესა და მეკეგონის სათავეები ტიბეტის ზეგანზე ერთიმეორის მეზობლადაა. იანძი მთელი წლის განმავლობაში წყალუხვია. ხუანხე და მეკეგონი საზრდოობენ მთებში ნადნობი თოვლით, ზაფხულის მუსონური წვიმებით. მეკეგონი დიდ დელტას ქმნის.
  • ინდოეთის ოკეანის ფართობი 73,6 მლნ. კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 7725 მ.
    ინდოეთის ოკეანის აუზის 
    მდინარეები ძირითადად წვიმებით საზრდოობენ, ხოლო ის, რომელიც ჰიმალაის მთებსა და ტიბეტის ზეგანზე იწყება, აგრეთვე მყინვარებითაც.
    ინდის სათავე ტიბეტშია. ზაფხულში, მუსონური წვიმებისა და მყინვარების დნობის პერიოდში მისი წყალი კალაპოტიდან გადმოდის. ის ჩაედინება არაბეთის ზღვაში. განგი ჰიმალაებში იწყება, საზრდოობს წვიმისა და მყინვარული წყლით, იგი ბრაჰმაპუტრასთან ერთად ქმნის უზარმაზარ ჭაობიან დელტას.
  • სამხრეთის ანუ ანტრაქტიდული ოკეანის ფართობი 20,3 მლნ კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 7325 მ.
    ოკეანის საზღვრები ყველაზე გვიან განისაზღვრა და ოკეანედაც ყველაზე გვიან აღიარეს. ოკეანეში ღრმა ადგილი სამხრეთ სანდვიჩის ღრმულია – 7325 მ.
    სამხრეთის ოკეანეში ანტრაქტიდის ნაპირებთან 13 ზღვაა. ზამთრობით ოკეანე წყნაროკეანურ სექტორში ს.გ 65°-მდე და ატლანტის ოკეანურ სექტორში ს.გ. 55°-მდე იყინება. მიუხედავად მკაცრი კლიმატისა, სამხრეთის ოკეანის ორგანული სამყარო მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ბევრია ფიტო და ზოოპლანქტონი.
  • შიგა ჩამონადენის აუზს მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზი, ევრაზიის თითქმის მთელი შუა ნაწილი, ირანის მთიანეთისა და არაბეთის ზეგნის შიგა მხარეები.კასპიის ზღვაში ჩაედინება ევროპის უდიდესი მდინარე ვოლგა და ურალი, რომლებიც თოვლის ნადნობი წყლით საზრდოობენ. ევრაზიის შიგა ნაწილების უდაბნოებსა და ნახევარუდაბოებში ბევრი მშრალი კალაპოტია. არალის ზღვაში ჩაედინება სირ-დარია და ამუდარია.
მსოფლიო ოკეანის ნაწილები:
ზღვა ოკეანის ნაწილის, რომელიც მისგან მეტნაკლებად გამოყოფილია ხმელეთით ან ოკეანის ფსკერის ამაღლებით.  მაგალითად, ბალტიის ზღვა ატლანტის ოკეანის ნაწილია.
მდებარეობის მიხედვით არსებობს შიდა და განაპირა ზღვები. განაპირა ზღვები ხმელეთში მხოლოდ ერთი მხრიდანაა შეჭრილი და თავისუფლად უერთდება ოკეანეს, მაგალითად: ბარენცის, ჩუკოტკის, კარიბის, არაბეთის და სხვ.  შიდა ზღვები კი ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი, მაგალითად: ხმელთაშუა, შავი, წითელი, მარმარილოს და სხვ.
სრუტე წყლის შედარებით ვიწრო სივრცეა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ხმელეთის უბნებს და აერთებს ზღვებსა და ოკეანეებს.
ყურე იქმნება ოკეანეების ან ზღვების ხმელეთში ღრმად შეჭრისას. ის ოკეანეების ან ზღვებისგან გამოყოფილი არ არის.
კუნძული შედარებით მცირე ფართობის ხმელეთს, რომელიც ყველა მხრიდან წყლით არის შემოსაზღვრული.
კონტინენტური კუნძული ხმელეთის ნაწილია, რომელიც ოდესღაც კონტინენტს გამოეყო. მაგალითად: გრელანდია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და სხვ.
ვულკანური კუნთუძლები ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება.
მარჯნის კუნძულები ცოცხალი ორგანიზმების – მარჯნის პოლიპებისგანაა წარმოშობილი. ისინი ქმნიან მოგრძო, პატარა, ნალისებური ფორმის კუნძულებს – ატოლებს.
არქიპელაგი ერთმანეთისგან მცირე მანძილით დაშორებული კუნძულთა ჯგუფია.
ნახევარკუნძული ხმელეთის ნაწილია, რომელსაც სამი მხრიდან წყლითაა შემოსაზღვრული, ერთი მხრიდან კი ხმელეთს უერთდება.

ოკეანის ბინადრები


             ოკეანის ბინადრები

დღევანდელი ბლოგის თემაა ოკეანე და მისი ბინადრები. სანამ განვიხილავდე  უშუალოდ ოკეანის ბინადრებს,ზოგადად შეგიქმნის წარმოდგენას თუ რა არის ოკეანე ...

ოკეანე —დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%.ოკეანის ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან..დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ როლს თამაშობს კაცობრიობისათვის როგორც სატრანსპორტო გზა, საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის, ქიმიური და მინერალური რესურსების წყარო..

ოკეანოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს მონაკო-ვილში, მონაკო. დაფუძნდა 1910 წელს მონაკოს დიდი რეფორმატორი, პრინცი ალბერ-I-ის მიერ.მუზეუმში დიდი რაოდენობით ზღვის ცხოველია თავმოყრილი (ზღვის  ვასკვლავები, ჩხენთევზები, უები, მედუზები, კიბორჩხლები, კიბოსნაირნი,გველთევზები, ზვიგენები, და მრავ. სხვა). მუზეუმის საკუთრებაშია ასევე დიდი რაოდენობით ზღვასთან დაკავშირებული საგნები, მათ შორის გემების მოდელები, ზღვის ცხოველთა ჩონჩხები, ხელსაწყოები, იარაღი და სხვ.

Monday, October 23, 2017

წყნარი ოკეანე

           წყნარი ოკეანე - (ინგ. Pacific Ocean) (რუს. Тихий океан)

ფართობით და სიღრმით ყველაზე დიდი ოკეანეა დედამიწაზე. მდებარეობს დასავლეთიდან ევრაზიისა და ავსტრალიის მატერიკებს, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას, და სამხრეთიდან ანტარქტიდას შორის.
წყნარი ოკეანე განფენილია დაახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და 19,5 ათას კილომეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ზღვებთან ერთად მისი ფართობია 178,684მილიონი კმ2, საშუალო სიღრმე 3984 მ. წყნარი ოკეანის (და მთლიანად, მსოფლიო ოკეანის) უდიდესი სიღრმეა 10 994 მ (მარიანის ღარში). წყნარ ოკეანეზე, დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მილიონი კმ2-ით აღემატება დედამიწის მთელი ხმელეთის ფართობს.

წყნარი ოკეანე-ის სურათის შედეგი